დიდი ოცეულის სამიტი

ინდონეზია მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილია.

კუნძული ბალი დიდი ოცეულის სამიტს მასპინძლობს. ადგილზე იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ჩინეთის ლიდერს კოვიდ-პანდემიის შემდეგ პირველად შეხვდა. უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის აგრესია სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემაა. ბალიზე არ ჩავიდა ვლადიმერ პუტინი. რუსეთს სამიტზე სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მწვავე კრიტიკის და კონკრეტული მოწოდებების მოსმენა მოუწევს. ეს მოთხოვნები უკრაინის ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების შექმნაა. მონაწილეებს ვირტუალურად მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი. გერმანიის კანცლერი ვარაუდობს, რომ უკრაინის საკითხზე დიდი ოცეულის ფარგლებში ერთობლივი განცხადების მიღება რთული იქნება.