ბარსელონაში, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა

12:54, 17.10.2019

ბარსელონაში, სამართალდამცველებსა და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრანტებს შორის, კვლავ შეტაკება მოხდა. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. აქციის მონაწილეები, კატალონიელი პოლიტიკოსებისთვის გამოტანილ განაჩენს უკვე სამი დღეა აპროტესტებენ. ბარსელონაში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ დეპარტამენტთან, სადაც სამართალდამცველებს ბოთლები ესროლეს და ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. საპასუხოდ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებისთვის, 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი