აქციები რუსეთში

რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, ანტისამთავრობო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში ტარდება.

დემონსტრაციებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამართალდამცველებმა ნავალნის თანაგუდელების, ახლობლების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან ოპოზიციონერის ძმა, ასევე ნავალნის თანაგუნდელი ლიუბოვ სობოლო, რომლებსაც შინაპატიმრობა შეუფარდეს. უფლებადამცველების მონაცემებით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ადამიანი ვლადივოსტოკსა და მოსკოვშია დაკავებული. რუსეთის დედაქალაქში  დემონსტრაციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ქუჩები გადაკეტეს. ასევე დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.

მოამბე