აქციები მინსკში

მინსკში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. უწყების პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მონაცემები საბოლოო არ არის და სამინისტრო დაკავებულების სრულ სიას მოგვიანებით  გაასაჯაროვებს. დაკავებულებს არასანქცირებულ  მიტინგში მონაწილეობას ედავებიან. ბელარუსში საპროტესტო აქციები 22-ე დღეა გრძელდება. დემონსტრაციის მონაწილეები, საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.