ინდონეზიის კუნძული სუმატრა სტიქიის ზონაა.
ამოფრქვეულია ვულკანი „მარაპი“, რომელიც ინდონეზიის 127 აქტიური ვულკანიდან ერთ-ერთია. არის მსხვერპლი. არიან დაკარგულებიც. „მარაპის“ მთაზე სალაშქროდ წასულ 12 ადამიანს ეძებენ. ამოფრქვეული ფერფლის ღრუბლის გავრცელების მასშტაბი სულ უფრო იზრდება. შედეგად გართულებულია ვულკანთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან ევაკუაციის პროცესიც. მთის გარშემო რამდენიმე ქალაქი და სოფელია. შეფერხდა სამძებრო ოპერაციაც. მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.