რადარებიდან გაუჩინარებული თვითმფრინავი

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. ინდონეზიური ავიაკომპანიის ბოინგის ბორტზე, სავარაუდოდ, 62 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 56 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. მგზავრებს შორის ათი ბავშვია.

ნამსხვრევები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ეკუთვნის, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაშია ნაპოვნი. ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„ბოინგი 737“ ჯაკარტას აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით, 14:30 საათზე აფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა.