დათა ვანიშვილის დაკრძალვა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ დათა ვანიშვილის დაკრძალვამდე, მოქალაქეები მავთულხლართებთან ყვავილებს ტოვებენ. ადგილზე დილიდან პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორებიც იმყოფებიან.

ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით, შეთანხმება შედგა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვანიშვილების სახლში ოჯახის ახლო ნათესავები შეუშვეს.

დათა ვანიშვილის სახლი 2011 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა, იგი მეუღლესთან ერთად დარჩა საკუთარ სახლში და უარი თქვა, მიეღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა.

ნინო ფისაძე დეტალებით.