„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქონების რეგისტრაციის აღრიცხვის ხარვეზებზე საუბრობს. მანუჩარ ახალაიას თქმით, 2006 წელს დამტკიცებული პროექტი „ჩემი სახლი“, რომელიც ითვალისწინებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დადგენას, აღრიცხვასა და შესაბამისი ბაზის მომზადებას, შეჩერებულია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მთავრობამ დაამტკიცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქონების დეკლარაციებისა და აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამა, დღემდე არცერთი ცნობა არ გაუციათ. „ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ელოდება.