სემინარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, სემინარი „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები“ გაიმართა. ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართული სემინარის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდას მთავარი მოხსენებით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

თეა ახვლედიანმა ისაუბრა ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე მიმოიხილა ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და ამ გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.