ხევსურეთში ტრაგედიის დროს მძიმედ დაშავებული სამი მოქალაქის სიცოცხლისთვის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. სამი ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა. ორს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ყველა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა შეინიშნება მცირედი დადებითი დინამიკა.