დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისთვის

მოწყვლადი ჯგუფებისთვის დასაქმების ხელშეწყობა ძლიერდება.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი პირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშეწყობა. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია „ზრუნვის სააგენტოს“ ბენეფიციართათვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე, ბენეფიციართა საკვანძო კომპეტენციების განვითარება, პროფესიული მომზადება და გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება.