„ისწავლე და დასაქმდი,“ – პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

21:48, 12.03.2025

„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მცხოვრებლებისთვის გადამზადებისა და დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. კურსის ხანგრძლივობა ერთიდან შვიდ თვემდეა. მსურველებმა განაცხადი 31 მარტის ჩათვლით უნდა შეავსონ ვებ-გვერდზე dasakmdi.ge. პროგრამას უკვე რამდენიმე წელის თბილისი მერია ახორციელებს. ქალაქის მთავრობაში გადამზადების შედეგად დასაქმების მაღალ მაჩვენებლელზე აკეთებენ აქცენტს და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. კურსების ჩამონათვალს წელს 10 ახალი სპეციალობა დაემატა.

 

მსგავსი