სიახლეები დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში

რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად – ფორუმები, ახალი ვაკანსიების გამოცხადება, გადამზადების პროგრამები კვალიფიკაციის ასამაღლებლად – ეს იმ აქტივობების ნაწილია, რომლებსაც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო უმუშევრობის დონის შესამცირებლად მიმართავს.

პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების მოძიებაა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შშმ პირებზეც. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების ხელშესაწყობად სახელმწიფო კერძო კომპანიებს ხელფასის ნახევრის გადახდასაც კი სთავაზობს.