მთავრობის დადგენილება – შეფასებები

12:08, 24.02.2026

„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ“ მთავრობის დადგენილება, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდი მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ იმ სფეროებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების დასაქმება შესაძლებელია, უპირატესობა მიგრანტებს არ უნდა ენიჭებოდეთ. გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებენ გახარიას პარტიაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი – შიდა მიგრაციის პოლიტიკაზე, „ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარს ფარსად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანას, საკურიერო მომსახურებასა და გიდობას ვეღარ შეძლებენ.

მსგავსი