პროფესიული პროგრამები საჯარო სკოლებში

18:41, 26.06.2025

საჯარო სკოლებს პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.

პროექტი „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ განათლების სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სოფელ ვალესა და დაბა ასპინძის საჯარო სკოლების პირველ კურსდამთავრებულებს განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ესტუმრა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადასცა. კვიციანთან ერთად იმყოფებოდნენ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც  სკოლებში პროფესიული სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პროფესიული სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით 20 საჯარო სკოლა აღიჭურვა. 3-თვიანი პროგრამები განკუთვნილია როგორც უფროსკლასელებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

მსგავსი