დარღვეული უსაფრთხოება და დაჯარიმებული კომპანიები

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შემდეგ  ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია სოლიდური თანხით დაჯარიმდა.

მერიის ზედამხედველობის სამსახური დეველოპერულ კომპანიას უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. ფოტო მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზეა გადაღებული და მასზე ჩანს, რომ ობიექტზე დასაქმებული მუშები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ.

კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება, რაშიც რეპორტაჟზე მუშაობის დროს „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც დარწმუნდა.