საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა რუსთავში

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები რუსთავში, სადაც სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები მძიმე ტექნიკის დახმარებით შემთხვევის ადგილს ნანგრევებისგან ათავისუფლებდნენ. შენობის ჩამონგრევას რუსთავში, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. შენობა ავარიული იყო და იქ ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ოპერატიულად მოხდა შენობაში დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციაც.

ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი რუსუდან ლოლაძე, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის – რა ვათარებაა ადგილზე და როგორია დაშავებულების მდგომარეობა?