შეხვედრა დაზარალებულ მოსახლეობასთან

კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც 26 ივნისს ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდნენ. მათ მოქალაქეების საჭიროებები მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს. საცხოვრებელი კორპუსიდან, მობინადრეების ნაწილი დროებით სასტუმროებშია გადაყვანილი. ხარჯს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ფარავს.