ექსპერტიზის დასკვნა და შეთავაზება დაზარალებულ მობინადრეებს 

კორპუსი, სადაც 8 ოქტომბერს შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, დაინგრევა.

3-სადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ერთი სადარბაზო აღარ არსებობს, დარჩენილი ორი სადარბაზოს დემონტაჟისთვის კი თანხა უკვე გამოიყო. შესაბამისი სამუშაოების ჩატარების და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქ ცხოვრება სპეციალისტებმა საფრთხის შემცველად მიიჩნიეს. გადაწყდა, რომ ტრაგედიის ადგილზე ახალი კორპუსი აშენდება, სადაც ბინების გარეშე დარჩენილ 55-მდე ოჯახს შეასახლებენ. ვისაც ლოდინის სურვილი არ ექნება, კუთვნილი ბინის ფასის შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. ხელისუფლება დაზარალებულ მოქალაქეებს სხვა ალტერნატივასაც სთავაზობს. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ სხვადასხვა ქუჩიდან ბათუმის მუნიციპალურ სამსახურში მიმართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი.