ხანძარი ბათუმში  

აღმაშენებლის ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა.

თავდაპირველად ცეცხლი საბურავების საწყობში გაჩნდა, შემდეგ კი შენობაზე გავრცელდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დროულად განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელი სრულად გაუნადგურდა რამდენიმე ოჯახს. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებულებს აღმოუჩენენ დახმარებას.