ევაკუაცია საცხოვრებელი კორპუსიდან

12:14, 06.01.2022

მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან. ჯავახიშვილის ქუჩის 47 ნომერში არსებულ ავარიულ სახლს მაცხოვრებლები ტოვებენ. სრულად უკვე დაცლილია ორი სადარბაზო. ადგილობრივები უსაფრთხოებიდან გამომდინარე მერიას ქირით გადაჰყავს. მაცხოვრებლების თქმით, ბზარები პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს და მალევე მიმართეს შესაბამის სამსახურებს. ვარაუდობენ, რომ დაზიანებულია საყრდენი ბოძები. კორპუსი ძველია, აქვს მიშენება და დამატებით დაშენებული ერთი სართული.  ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში იქნება.

მსგავსი