მოსახლეობის პროტესტი ბაგებში

ბაგებში მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. შეკრებილები განმარტავენ, აღნიშნული მშენებლობა სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს. მოქალაქეები მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. აღნიშნულ საკითხზე თბლისის მერიაში კომენტარი ამ ეტაპზე არ გაკეთებულა.
ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეებს რაიონის გამგეობის წარმომადგენელი ხვდება.