დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი პირველი მოადგილე ადანაშაულებს.
საქმე ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხება. მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არ აღმოჩნდა ის დარღვევები, რაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საფუძველი გახდებოდა. შოთა ხაბარელმა კი საპასუხოდ თქვა, რომ ეს სიცრუე და დეზინფორმაციაა. მისი თქმით კომისიამ დაასკვნა, რომ ძიუდოს ფედერაციაში ადგილი ჰქონდა ფინანსურ მაქინაციებს, მწვრთნელების გადაყენება კი შეცდომა იყო.
შოთა ხაბარელი დავით ქევხიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.