ინტერვიუ მიხეილ ყაველაშვილთან - ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა აშშ-ის ელჩის მიმართ ხისტი პოზიციის შედარებით დიპლომატიურად ფორმულირება?

მიხეილ ყაველაშვილი – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი.

🔴 საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით, თუმცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ  შეიძლებოდა ხისტი პოზიციის შედარებით დიპლომატიურად ფორმულირება? არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ელჩის ასეთი რეაქცია?

🔴 თუ არის თქვენს ღია წერილში ისეთი საკითხი, რაზეც მიიღეთ პასუხი ელჩის განცხადებიდან?

🔴 თქვენ და დიმიტრი ხუნდაძეც ამბობთ, ამ წერილში არის საზოგადოების ნაწილის პოზიცია გამოხატული, საზოგადოების რა ნაწილს გულისხმობთ და რის საფუძველზე ფიქრობთ, რომ თქვენი ეს პოზიცია მათ მოსაზრებასთან თანხვედრაშია? რატომ აირჩიეთ კომუნიკაციის ეს ფორმა?

🔴 მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი გამუდმებით საუბრობს აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა თქვენმა პოზიციამ ეს ურთიერთობები დააზიანოს?

🔴 თქვენ და თქვენი თანამოაზრეები თუ აპირებთ მხარი დაუჭიროთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის გატარებაც მმართველ გუნდს დასჭირდება 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად?

🔴 ოპოზიციის ნაწილი ამ დრომდე უარზეა, ჩაერთოს მმართველი გუნდის გეგმის აღსრულებაში და გარკვეულ პირობებს აყენებს, ამ პირობებში რამდენად რეალისტურია დეპოლარიზაციის პროცესი?

🔴 დეპოლარიზაციის თქვენეული ხედვა როგორია?

აქტუალური შაბათი