სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის განცხადება

პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი, სოზარ სუბარი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს შეკითხვით მიმართავს. კანონმდებელი ამბობს, რომ კელი დეგნანს ამ დრომდე პასუხი არ გაუცია მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილისთვის, შესაბამისად, ის კიდევ ერთხელ მიმართავს ელჩს შეკითხვით, იზიარებს თუ არა ის „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნარატივს.