„ხალხის ძალის“ განცხადება

ამერიკის ელჩმა უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულ კოორდინაციაშია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის მორიგ განცხადებაში ვკითხულობთ.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ერთი მხრივ, დიპლომატი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა. დღესვე ხალხის ძალის ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გიორგი ვაშაძის ბრალდებებსაც უპასუხა.