მიხეილ ყაველაშვილის წერილი

მიხეილ ყაველაშვილისთვის გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილზე საუბრობს აშშ-ის ელჩი. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კელი დეგნანს სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს და ამბობს, რომ მისი დაუფარავი გაღიზიანებით გაოცებული დარჩა. „შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემ მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე“ – წერია ყაველაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანის მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც დეპუტატმა ელჩს რამდენიმე კითხვით მიმართა. დიპლომატმა დეპუტატს გუშინვე უპასუხა და განაცხადა, რომ წერილი ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით იყო სავსე და მისი ბოლომდე წაკითხვა ვერ შეძლო.