ინტერვიუ მიხეილ ყაველაშვილთან

მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს დიპლომატიას უწუნებს. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩი მმართველი პარტიის მისამართით „საკმაოდ მკვახე“ განცხადებებს აკეთებს და მისი აზრით, თავად ყაველაშვილსაც იგივე ნარატივით უპასუხა. გადაცემის წამყვანმა დეპუტატს კელი დეგნანის მხარდამჭერი განცხადებები შეახსენა, რაზეც ყაველაშვილმა თქვა, რომ ამ ფაქტებს არ უარყოფს, თუმცა ელჩს საქართველოში არასწორი დასაყრდენი ჰყავს. შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და რამდენიმე კითხვა დასვა, ელჩმა კი ამ წერილს ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე უწოდა.