დიმიტრი ხუნდაძე წერილს აქვეყნებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილის მიმართ აშშ-ის ელჩის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანის გუშინდელი განცხადება ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა იყო და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურებოდა.

ხუნდაძის აზრით, უმაღლესი დონის დიპლომატის მხრიდან ასეთი განცხადებები ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვას აზიანებს. დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, დეპუტატ ყაველაშვილის მიერ ელჩის მისამართით გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური.

შეგახსენებთ რომ, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანის მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც დეპუტატმა ელჩს რამდენიმე კითხვით მიმართა. კელი დეგნანმა წერილზე განმარტება გუშინვე გააკეთა და განაცხადა, რომ წერილი ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით იყო სავსე და მისი ბოლომდე წაკითხვა ელჩმა ვერ შეძლო.