ჭიდაობის ფედერაციის დაკავებული პრეზიდენტი დუმს.
ძალადობაში ბრალდებული გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვის დასრულებისთანავე გადაიყვანეს. საქმე ეხება 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს.
ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამტკიცებს, რომ ჩემპიონატის დროს დაწყებულ დაპირისპირებაში ფედერაციის პრეზიდენტიც ჩაერთო და მას რკინის საგანი ჩაარტყა.
მოჭიდავეები გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში ვარჯიშზე უარს ამბობენ.