პრეზიდიუმის სხდომა ჭიდაობის ფედერაციაში 

ამ წუთებში ევროპის ორგზის ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის თანამოაზრეები არიან შეკრებილები ფალავანთა კლუბთან, სადაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები დათუნაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. კლუბის შენობაში კი სხდომა იწყება. განხილვისა და მსჯელობის მთავარი საკითხი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება და მას შემდეგ განვითარებული პროცესებია. ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები დაპირისპირებულ მხარეებს მოუსმენენ.

რა ვითარებაა ამ დროისთვის ფალავანთა კლუბთან, ამას გეგი კიკაბიძე გვეტყვის – როგორია აქციის მონაწილეთა პოზიცია და მოთხოვნები.