სპორტის უნივერსიტეტის მშენებლობა
სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი შენობა ექნება. თანამედროვე სტანდარტების ინსფრასტრუქტურა დიღომში განთავსდება. ის ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე სპორტული განათლებისა და სპორტის სფეროში სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას, ასევე ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ახალი შენობა საუნივერსიტეტო სპორტული ქალაქის პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოს პრემიერისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. სპორტული ქალაქი საერთო საცხოვრებელი კამპუსის გარდა, ითვალისწინებს: სპორტის სამინისტროს, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და ქართული სპორტის განვითარების ფონდის ადმინისტრაციულ შენობას, სპორტის კოლეჯის, მუზეუმს, პარალიმპიურ ცენტრს და სპორტის ათეულობით სახეობისთვის განკუთვნილ დარბაზებს. საძირკველში კაფსულა ცოტა ხნის წინ ჩაიდო. ცერემონიაში პრემიერი, სპორტის მინისტრი და პროექტის განმახორციელებელი „ვიარ ვაკე თაუერსის“ წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.