საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება
ქართველი კალათბურთელების ისტორიული გამარჯვებით დასრულდა საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირება.
92:88 – ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში მოწინააღმდეგე პირველად დაამარცხა. ამ გამარჯვებით, საქართველომ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ათენში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ძირითადი დრო 75:75 დასრულდა. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე საქართველო 7 ქულით მარცხდებოდა, თუმცა ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა 11 ქულიანი გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ მასპინძელი 4-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა.
მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.