პარატაეკვონდო | ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო პარატაეკვონდოს გრანპრის ფინალურ ტურნირზე ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
K44 კლასში, 52 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა პარაათლეტმა ფინალურ შეხვედრაში უზბეკეთი უმიდა მამარაჯაბოვა 2:0 დაამარცხა. ჯაფარიძემ ორივე რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო – 10:2 და 13:5.
მსოფლიო გრანპრის ფინალი პარატაეკვონდოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებაა.
მსოფლიო გრანპრის ფინალურ შეჯიბრზე ანა ჯაფარიძის მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძებელი.