გეგა გეგეშიძის დაკავებას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ეხმაურება

გეგა გეგეშიძის დაკავებას ეხმაურება სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების საქმის ერთ-ერთი მთავრი ფიგურანტი, ზურაბ დათუნაშვილი.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ამბობს, რომ ის ითხოვდა გეგეშიძის გადადგომას და არა დაკავებას. გადადგომის მოთხოვნა კი კვლავ ძალაშია.

დათუნაშვილი გეგეშიძის მხარდამჭერი მოჭიდავეების განცხადებებსაც აფასებს.