ყრილობა ჭიდაობის ფედერაციაში

დღეს ვაკის ფალავანთა კლუბში ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტად, ოთხი წლის ვადით, გეგა გეგეშიძე აირჩიეს. ყრილობის 22 დელეგატიდან ყველამ გეგეშიძეს დაუჭირა მხარი, რომელიც ამ პოსტზე უკვე მეორე ვადით არის არჩეული.

ყრილობამ მშვიდ გარემოში ჩაიარა და დელეგატების მხრიდან გეგეშიძის მუშაობა დადებითად შეფასდა. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა.