ზურაბ დათუნაშვილის განცხადება

ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს არ ენდობა. მედიაცენტრ “მთავარში” ევროპის ორგზის ჩემპიონმა პრესკონფერენცია გამართა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გასამართ პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრა და მის შემადგენლობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოთქვა.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული, სადაც იანვარში საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს განიხილავენ.

დათუნაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდიუმის წევრები არასამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ, იგი საქართველოში თავისი კარიერის გაგრძელებას არ აპირებს და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ გამორიცხავს.