ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის განხილვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა ორ საათში დაიწყება. დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. გეგა გეგეშიძის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ფიზიკური დაპირისპირების გამო, ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ზონის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა ერთი წლით აეკრძალა. თუმცა, ამ ინციდენტის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე, გეგეშიძის ადვოკატს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტი პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა. დაცვის მხარე სასამართლოს სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარებას სთხოვს.

ინციდენტი ზურაბ დათუნაშვილსა და გეგა გეგეშიძეს შორის 11 იანვარს მოხდა. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დააკავეს, მოგვიანებით კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლა. გეგა გეგეშიძე ამ დრომდე ინარჩუნებს თანამდებობას, მიუხედავად მისა, რომ სპორტსმენი მისი მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს.