გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობაზე რჩება, ევროპის ორგზის ჩემპიონი კი ისევ ნაკრებიდან წასვლაზე საუბრობს. ზურა დათუნაშვილი გადაწყვეტილებას არ ცვლის და აცხადებს, რომ თუ გეგა გეგეშიძე თანამდებობიდან არ გადადგება, ის საქართველოს დატოვებს.

სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, ფალავანთა კლუბში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის ყრილობაზე მსჯელობდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

გეგი კიკაბიძე აშუქებს მიმდინარე პროცესს ფალავანთა კლუბთან და ბოლო ინფორმაციით, „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება – რა განცხადება გააკეთა დათუნაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ, როგორია დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები?

 

დატოვე კომენტარი