დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოძიების დასრულებას ელოდება.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს. გამოძიების დასრულების შემდეგ კი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში  მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი აცხადებს, რომ დაპირისპირებული მხარეების შერიგება უნდა მოხდეს.