სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ დათუნაშვილს ხვდება

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ხვდება. მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ევროპის ორგზის ჩემპიონმა, კარიერა და მოღვაწეობა სამშობლოში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი  დაპირისპირებების შემდეგ,  დათუნაშვილმა უფლებამოსილ პირებს დახმარება სთხოვა და განუმარტა, რომ არჩევანის წინაშეა, – ან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს, ან ჭიდაობას თავი დაანებოს.

დატოვე კომენტარი