ცვლილებები 2022 წლის ბიუჯეტში

პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება. საკითხს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტებში განიხილავენ.

28 სექტემბერს საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, რის შემდეგადაც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.