სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდი

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სარეზერვო ფონდი გაიზარდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკვე დადასტურებულად არის ცნობილი, რომ გურიაში 300-ზე მეტი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია, დაახლოებით ერთ თვეში კი ადგილზე სიტუაციის შესწავლის შედეგად გაირკვევა, ჯამში რამდენი ოჯახის გასახლებაა საჭირო. მისი თქმით, ყველა მათგანის საცხოვრებლით უზრუნველყოფას სახელმწიფო დააფინანსებს. 20 ათას ლარს შეადგენს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა კომპენსაცია.

გიორგი კაკაურიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა, სადაც განიხილებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი, „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.