„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის პრესკონფერენცია

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცვლილებები ძირითადად მიმართულია იმ პროექტების დაფინანსებაზე, სადაც მმართველი პარტიის ინტერესებია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს მიაჩნია, რომ თანხები სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს. საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხდა, რომ ოპოზიციას შეუძლია კრიტიკული შენიშვნები გამოთქვას ცვლილებების შესახებ, თუმცა, არსებული პოსტპანდემიური გამოწვევების ფონზე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მთავრობამ შეძლო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბიუჯეტის ცვლილებებზე მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციაც კონსტრუქციულად იმუშავებს.