გაზრდილი ბიუჯეტი

2024 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით, 28 მილიარდამდე იზრდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი უკვე დაკორექტირებულია. პრიორიტეტული სფეროებია ისევ ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა. იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ხელფასები. გათვალისწინებულია სოციალური დახმარებების პაკეტების და კომპენსაციების ზრდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვისაც. ასევე 10 მილიონით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოიყოფა დაახლოებით 150 მილიონი ლარი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა.