პრეზიდენტის პოზიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაზე – შეფასებები

15:14, 04.06.2024

„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაციაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია და ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ამ ამოცანის შესრულებას გააიოლებს.

შეგახსენებთ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელსაც ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა: „ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიღებაზე, რასაც დღეს უკვე შეფასებები მოჰყვა.

მსგავსი