2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტს მთავრობისგან უკვე დაუბრუნდა და მას საკანონმდებლო ორგანოში 12 დეკემბერს განიხილავენ. კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით, ხარჯვითი ნაწილი 726 მილიონით არის გაზრდილი. მომდევნო წლიდან, ბიუჯეტის ზრდა აისახება როგორც პოლიციელების, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და პედაგოგების ხელფასებზე, ასევე სკოლების მშენებლობაზე, საგზაო ინფრასტრუქტურაზე და წყალმომარაგების განვითარებაზე.