ცვლილებები 2022 წლის ბიუჯეტში

საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. კორექტირების პროექტი უკვე განხილულია საკომიტეტო ფორმატსა და პოლიტიკურ ჯგუფებში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

დოკუმენტი ახლა შენიშვნებით ფინანსთა სამინისტროს ეგზავნება. შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, დოკუმენტი პარლამენტს მომდევნო კვირას უნდა დაუბრუნდეს, გაიმართება კენჭისყრა. მთავრობისა და მმართველი გუნდის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება ეკონომიკის გაზრდილმა მაჩვენებელმა განაპირობა. ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაში უყრიან კენჭს.