პარლამენტში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განიხილავს. მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. მათი თქმით, მოქალაქეების საჭიროებები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებული არ არის. პროექტის მიხედვით, 2024 წლის ბიუჯეტშიც პრიორიტეტული ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებაა. იზრდება პენსიები, ასევე მასწავლებლის ხელფასი და საჯარო მოხელეების ანაზღაურება. დოკუმენტი 5.2-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. მთავრობის გათვლებით, მომავალ წელს ქვეყანაში ინფლაცია საშუალოდ 2.8 პროცენტი იქნება.