ცვლილებები 2022 წლის ბიუჯეტში

12:20, 28.09.2022

საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. კორექტირების პროექტი უკვე განხილულია საკომიტეტო ფორმატსა და პოლიტიკურ ჯგუფებში. შემაჯამებელ შეხვედრას მართავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

დოკუმენტი შენიშვნებით ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდება. მთავრობისა და მმართველი გუნდის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება ეკონომიკის გაზრდილმა მაჩვენებელმა განაპირობა. ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაში უყრიან კენჭს.

მსგავსი